воскресенье, 13 марта 2016 г.

                           ტრენინგის მეხუთე დღე

       დღეს გავიარეთ მოდული 3-ის ძირითადი საკითხები. გავეცანით უკუკავშირის სახეებს.განვიხილეთ თუ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს სწავლებისა და სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის. გავიარეთ თუ როგორ ვუზრუნველვყოფ ინტერნეტის პასუხისმგებლობით და კომპეტენტურ გამოყენებას. გავეცანი, თუ როგორ გავაკეთო პორტფოლიოს პრეზენტაცია და როგორ დავიცვა საავტორო უფლებები.



ავტვირთეთ პრეზენტაცია.

                               ტრენინგის  მეოთხე დღე


      ტრენინგის მეოთხე დღეს გავიარეთ მეორე მოდულის მე-3 და მე4 აქტივობები. გავეცანიტ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების ფორმებს. განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების მოზნები.
      შევიტყვეთ მეტი პროექტების შესახებ და წავიკითხეთ კვლევა  სხვადასხვა სახის შეფასების სარგებლობის შესახებ. ვიხილეთ, თუ როგორია პროექტის შეფასების გამოყენება დემო ვერსიის გამოყენებით. გავეცანით პროექტის გზამკვლევს და შევიტყვეთ მეტი ეფექტური შეფასების სტრატეგიების შესახებ სხვადასხვა სახის შეფასების  მაგალიტების გამოცდით.
         განვიხილეთ თუ როგორ ხდება დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა.                                                                                                                                                                                                                              
                             
                                 
                               

                                                  

                                       ტრენინგის მესამე დღე

       დღეს გავიარეთ მოდული 2-ის მნშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სტანდარტების გათვალისწინება და   მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების ფორმულირებაზე, რაც საგრძნობლად უწყობს ხელს მოსწავლეთა ჩართულობას.ვიმსჯელეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე და მიზნების გამოკვეთაზე.
      გავეცანით ერთმანეთის გეგმებს.  მივეცით, გავუზიარეთ და გავითვალისწინეთ რჩევები. გავეცანი ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ ვერსიას. ვისწავლეთ, თუ როგორ დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და განვიხილეთ ამ კითხვათა ნიმუშები. ჩემი აზრით ეს კითხვები გამომადგება პროექტის შექმნისათვის.





      

                      ტრენინგის პირველი - მეორე დღე   

      ამ ორ ტრენინგზე უკეთესად გავაცნობიერე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა პროექტებით სწავლებას.გავეცანი პროექტის მოთხოვნებს და გავაცნობიერე, თუ როგორ დაეხმარება ჩემს მოსწავლეებსეს პროექტები სასწავლო სტანდარტების მიღწევაში.  ვნახეთ ფილმი პროექტ ხიდზე, რომელშიც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ. განსაკუთრებით ტრიდე პრინტერმა.
       გავეცანით ელექტრონულ წიგნს, რომლითაც ადრე არ მისარგებლია  და პირველად ვიმუშავეთ მასზე.  გავიარეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ საქაღალდეების შექმნაზე და  პროექტიდან გამომდინარე ბუკლეტების დამზადებაზე. შევქმენიტ ბლოგი, რაც ადრე რთული მეგონა.